ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საშინაო არენაზე „მურსიას“ შეხვდა და 75:73 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა პარკეტზე 27 სათამაშო წუთი გაატარა და ამ საასპარეზო დროის განმავლობაში 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინის აქტივში ასევე თითო შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა იყო. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით ქართველი მეფარე მხოლოდ ბრაზილიელ თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 7 შედეგიანი გადაცემაც მიაყოლა.
„ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა ენდესაში 11 მოგებითა და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა. 21-ე ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 4 თებერვალს, შინ, თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ “ბასკონიასთან” ჩააატარებს, ამ მატჩამდე კი 31 იანვარს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის “პერისტერის” უმასპინძლებს.





