ზინედინ ზიდანმა, რომელმაც მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, ალჟირის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გაწვრთნა იუარა, იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe.
51 წლის ფრანგი სპეციალისტი ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება ესიამოვნა, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი თქვა. ცნობისთვის, ზიდანი წარმოშობით ალჟირელია, მაგრამ საფრანგეთშია დაბადებულ-გაზრდილი.
ალჟირელები უმწვრთნელოდ 24 იანვარს დარჩნენ, რადგან ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალიდ სადიმ დაკავებული თანამდებობიდან ჯამელ ბელმადი გაათავისუფლა, რომლიხე ხელმძღვანელობით გუნდი აფრიკის თასზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი „რეალიდან“ 2021 წლის 27 მაისს წავიდა და მას მერე არასად უმუშავია.
ლაშა თაბაგარი





