გუგეშაშვილმა აზერბაჯანში სასტარტოთი და გამარჯვებით განაახლა

0
36

აგდამის “ყარაბაღმა”, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, აზერბაიჯანის პრემიერლიგა გამარჯვებით განაახლა. მე-20 ტურში აგდამელებმა სტუმრად განჯის “ქიაფაზი” 2:1 დაამარცხეს, სადაც შემტევი ნახევარმცველი მათე კვირკვია თამაშობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ “ყარაბაღში” შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეხუთე მატჩი ჩაატარა. კვირკვიამ განჯელთა შემადგენლობაში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 90-ე წუთზე გააფრთხილეს. მოქმედი ჩემპიონი “ყარაბაღი” 47 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიცაზე მყოფ “ზირეს” 17 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი