შოთა არველაძის გუნდმა ქულა გადაარჩინა

0
55

„ქარაგიუმრუქმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, ქულა „ბაშაქშეჰირთან“ საშინაო მატჩში აიღო – 1:1.
სტუმრები მას მერე დაწინაურდნენ, რაც მასპინძლების იტალიელმა მცველმა პაოლეტიმ გოლი თავის კარში გაიტანა. 76-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. „ქარაგიუმრუქმა“ ქულა 88-ე წუთზე გადაარჩინა, როდესაც სალიჰ დურსუნმა მეტოქის კარი აიღო.
ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს მიჯრით სამი შეხვედრაა არ მოუგია და 21 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციაზეა.
„ჰათაისფორი“ გასვლაზე „ქასიმფაშასთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია იყო, რომელიც მე-18 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 21 ქულით მეთხუთმეტეა.
ლაშა თაბაგარი