ალექსანდრე ნარიმანიძემ „ჟილინას“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში „ჟილინამ“ სტუმრად ქვედალიგელი „მაგურა ვავრეცკა“ 5:0 გაანადგურა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 47-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მან ამ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





