გვინეელი გარემარბი უმანე კამარა, რომელიც შარშან თბილისის “დინამოში” გამოდიოდა, კარიერას ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანაში” გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისელთა პრესსამსახური იუწყება:
“დინამო თბილისსა” და “ასტანას” შორის უსმანე კამარას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 25 წლის გარემარბი კარიერას ყაზახურ კლუბში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის კამარას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.
უსმანე კამარა “დინამოს” ღირსებას 2022 წლიდან იცავდა. დედაქალაქურ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი. “დინამოს” ფორმით გვინეელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირში 85 მატჩი გამართა, გაიტანა 26 გოლი და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა”.
ლაშა თაბაგარი





