ლოჩოშვილმა გელაშვილს მოუგო

0
58

იტალიის სერია B-ში „ქართული“ დერბი შედგა – „სპეცია“, სადაც ივა გელაშვილი გამოდის შინ „კრემონეზეს“ შეხვდა, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, ორივე მცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
„სპეციამ“ მინიმალური ანგარიშით წააგო – სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე კოდამ გაიტანა.
მოედანზე უშუალოდ გელაშვილის და ლოჩოშვილის დაპირისპირება არ გაიმართა – სასტარტოში მყოფი ივა პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო ლუკა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
„კრემონეზე“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „სპეცია“ 17 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი