ზურიკო დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და მოედანზე საგოლე პასით დააბრუნდა. საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ლიგა 2-ის ბინადარმა “ბორდომ”, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გამოდის ლიგა 1-ის ერთ-ერთი ლიდერ “ნიცა” მიიღო და 2:3 წააგო. დავითაშვილი სასტარტო შემადგებლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:3 აგებდა. 76-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა დავითაშვილმა მარცხენა ფლანგზე ერთი მეტოქე ჩამოიცილა და პასი ვაისმანს მისცა, რომელმაც საჯარიმო გარედან ზუტად დაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და “ბორდო” თასის გათამაშებას გამოეთიშა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-19 ტურში “პანეტოლიკოსი” გასვლაზე ოფი-სთან 0:1 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია იყო, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჯიმი ტაბიძეს განაცხადში არ იყო. ის “პანეტოლიკოსში” მიმდინარე კვირაში ჩაირიცხა. “პანეტოლიკოსი” 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





