ბრაზილიელმა მცველმა ვანდერსონ სილვამ ,,დილა” დატოვა და კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. იგი ერთ ერთი იშვიათი გამონაკლისია იმ მოთამაშეთა შორის, რომელმაც გორელთა მაისურით 100-მატჩიანი ზღვარი გადალახა. ბრაზილიელი განაპირა მცველი ,,დილას” ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ დროის მანძილზე ჩატარებულ 133 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა
ვანდერსონ სილვა “დილას” სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა
“ცხოვრება ეტაპებისგან შედგება და ბედნიერი ვარ, რომ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი იყო, ყველაფერი გავიღე ამ გუნდისთვის და წარუმატებლობაზე მეტი წარმატება მქონდა. ჩემი მეუღლე და შვილები არასდროს დაივიწყებენ აქ გატარებულ პერიოდს თავისი თბილი ხალხით და ლამაზი ქალაქით. ჩემთვის ,,დილა” არასდროს იქნება მხოლოდ კლუბი ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც ლამაზი ისტორიის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს ვისთანაც ერთი დღე მაინც გავატარე ამ კლუბში, მადლობა ტექნიკურ პერსონალს, მენეჯმენტს, ყველა ჩემს თანაგუნდელს და გორელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენს თამაშებზე და მხარს გვიჭერდნენ შედეგის მიუხედავად. მადლობა ყველაფრისთვის”.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





