ტაბიძე შენგელიას თანაგუნდელი გახდა

0
66

ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 26 წლის მცველმა მომავალი წლის ივნისამდე “პანეტოლიკოსთან” გააფორმა, რასაც კლუბის პრესსამსახური ადასტურებს. ამ გუნდში მეორე სეზონია საქართველო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია გამოდის.
ტაბიძე 2022 წლის სექტემბერში თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, სადაც ერთი წლი გაატარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28 თამაში ჩაატარა, საქართველოს თასზე 5-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროთასებზე – 3-ჯერ.
ტაბიძე, რომელსაც საქართველო ეროვნულ გუნდში არაერთხელ უთამაშია, “დინამომდე” თბილისის “საბურთალოში” და რუსულ “უფაში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი