ნიგერიის ეროვნული ნაკრების და “ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გალანძღა. ცოტა ხნის წინ, ჯუღელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავა და ხაზი გაუსვა, რომ კვარაცხელია ასეთ ტრანსფერზე მილიარდ ევროს სანაცვლოდ არ დათანხმდებოდა.
“ძვირფასო მამუკა ჯუღელო ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი ლოგიკის მრცხვენია. უტვინო! ჩემი სახელის ხსენება არ გაბედო” – დაწერა ოსიმენმა სოციალურ ქსელში.
გასული წლის 23 დეკემბერს ოსიმენმა “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. 25 წლის ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში იტალიურ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





