ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილი მცველი ხერარდ პიკე ფეხბურთში მწვრთნელის რანგში ბრუნდება.
„ახალი წელი დადგა და საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნება გადავწყვიტე. ფეხბურთი ძალიან მომენატრა. ვბრუნდები არა როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც მწვრთნელი. დეტალებს კვირის ბოლოს გავამხელ“ – დაწერა პიკემ თავის სოციალურ ქსელში, ხოლო მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.
36 წლის პიკემ კარიერა 2022 წელს დაასრულა. მან „ბარსელონაში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 616 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





