„ბაიერნის“ ახალწვეული 21-ე საუკუნეში ბუნდესლიგაში ყველაზე დაბალია

0
47

მიუნხენის „ბაიერნმა“ ესპანური „გრანადადან“ ნახევარმცველი ვრაიან სარაგოსა 13 მილიონ ევროდ შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს იჯარით გრანადულ კლუბში დაასრულებს და გერმანულ გრანდს ზაფხულში შეუერთდება. ის „გრანადას“ აღზრდილია, რომლის რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
სარაგოსა, რომლის სიმაღლე 164 სანტიმეტრია, 21-ე საუკუნეში ყველაზე დაბალი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც გერმანიის ბუნდესლიგაში უთამაშია. მანამდე, ყველაზე დაბლები „ვერდერის“ ნახევარმცველი რომან შმიდტი (168 სანტიმეტრი) და „დარმშტადტის“ ფორვარდი ფაბიო ტორსიელო (169 სანტიმეტრი) იყვნენ.
ბოლო 23 წლის განმავლობაში „ბაიერნის“ დაბლებს რაც შეეხება, მათი სია ასე გამოიყურება: მიხაელ ვეზინგერი (168 სანტიმეტრი), პიოტრ ტროხოვსკი (168 სანტიმეტრი), ბიქსენტ ლიზარაზუ (169 სანტიმეტრი) და ფრანკ რიბერი (170 სანტომეტრი).
ლაშა თაბაგარი