მოგეხსენებათ, 2027 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიჯრით მოპოვებული ორი გამარჯვების (მონტენეგროსა და პორტუგალიასთან) შემდეგ საქართველოს ნაკრების შანსი კატარში გამგზავრებისა საგრძნობლად გაიზარდა. საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე დარჩენილია ოთხი მატჩი, რომელთაც უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ. პრინციპული შეხვედრები მიმდინარე წლის ნოემბერსა და მომავალი წლის თებერვალში ჩატარდება და ამ ასპარეზობებში ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ნბა-ში მოასპარეზე მოთამაშეები გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი დააკლდება. ამის გამო დღის წესრიგში საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოცდილი ვეტერანი გიორგი შერმადინის დაბრუნების საკითხი დადგა. “ტენერიფეს” მეფარემ სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მატჩებში (საბერძნეთთან, პორტუგალიასა და მონტენეგროსთან) შერმადინმა მონაწილეობის მიღება არ გამორიცხა:
“დაბრუნება თუ მსოფლიოზე გავალთ? ბიჭებს ახლა უფრო სჭირდებათ დახმარება, მსოფლიოზე გასასვლელ 4 მატჩში, როცა სანდრო და გოგა არ იქნებიან. ვფიქრობ, თუ მექნება ჯანმრთელობა და თუ მოინდომებს ნაკრების ხელმძღვანელობა, შესაძლოა დავბრუნდე და ნაკრებს დავეხმარო ამ მატჩებში. მართლაც სანერვიულო თამაშები გველის. ვიცი, რასაც განიცდიან ბიჭები. თუ მსოფლიოზე გავედით, ისეთი ნაკრები გვეყოლება, ჩვენთან თამაში არავის ენდომება”.
შეგახსენებთ, ნოემბერში საბერძნეთს (გასვლაზე) და პორტუგალიას (შინ), თებერვალში კი სტუმრად მონტენეგროს და თბილისში საბერძნეთს შევხვდებით.





