გიორგი წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოს“ სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. მე-6 ტურში მადრიდელებმა „ესპანილს“ შინ 2:1 აჯობეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მოედანზე 76 წუთი გაატარა.
მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში ალვარო გარსიამ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე თავი პედროსამ გამოიჩინა. წიტაიშვილი შეხვენებამდე სტუმართა კარს ორჯერ სახიფათოდ დაემუქრა – პირველ შემთხვევაში ბურთმა გვერდითი ძელის ახლოს ჩაიარა, ხოლო მეორედ კარს ზემოდან მცირე მანძილით გადაცდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა წიტაიშვილმა პასი კამელოს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 54-ე წუთზე სტუმრებიდან თავი რობერტო ფერნანდესმა გამოიჩინა.
67-ე წუთზე წიტაიშვილმა ბარსელონელთა საჯარიმოში კედელი რაციუსთა გაითამაშა და ვარდნაში დაარტყა – ბურთი კარს აცდა. ამ ეპიზოდში მსაჯმამა რატომღაც ქართველ ლეგიონერზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და ყვითელი ბარათი მისცა. „რაიო ვალეკანოს“ 7 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




