„ნაპოლის“ მორიგი წარუმატებლობა – კვარაცხელია უბურთოდ, საზონოვი დაბრუნდა

0
71

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამი მატჩიდან ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო თასიდან გავარდნის ჩათვლით ვალტერ მაცარის გაწვრთნილი გუნდის წარუმატებელი სერია ოთხ თამაშამდე გაიზარდა. ამჯერად, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ტორინოსთან“ დამარცხდა, რომელმა მანამდე „ნაპოლისთან“ ზედიზედ 5 დაპირიპირებაში ქულაც ვერ აიღო. დისკვალიფიკაციის გამო მაცარიმ თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა, ხოლო ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და კამერუნელი ნახევარმცველი ზამბუ ანგისა თავისი ქვეყნების ნაკრებებში აფრიკის თასზე საასპარეზოდ არიან წასული.
შეხვედრაში პირველი საგოლე მომენტი ტურინელებმა შექმნეს, როდესაც ხორვატმა შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლა ვლაშიჩმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. ტაიმი შუაწელში რასპადორის შეეძლო გატანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და მასპინძლების მეკარემ ბურთი მოიგერია.
43-ე წუთზე რიჩიმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს პასსი ნეაპოლელთა საჯარიმოი გაკთა, სადაც დუვან საბატას ფეხიდან ბურთი კარის წინ მარტო დარჩენილ სანაბრიას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
ხვიჩა კვარაცხელია პირველ ტაიმში ფაქტობრივად უბურთოდ იყო და მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისს მიმართულებით, მაგრამ მცველმა ბურთი დაბლოკა.
პირველი ტაიმის შემდეგ ზელინკის მაგივრად მოედანზე „ნაპოლი“ ახალწვეული მაცოკი გავიდა, რომელიც დებიუტიდან სამ წუთში უხეშობისთვის გააძევეს. 53-ე წუთზე ვლაშიჩმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ზუსტი დარტყმით „ტორინო“ კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
66-ე წუთზე ტურინელებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს და ბონკორნომ თაური დარტყმით მოწინააღმდეგის კარი აიღო – 3:0.
76-ე წუთზე თამაშში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ჩაერთო, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში მილანის „ინტერთან“ ჩატარებული თამაში მერე მოედანზე პირველად გამოჩნდა. მან ტურინელთა რიგებში მეოთხედ ითამაშა.
კვარაცხელია ვერც მეორე ტაიმში აქტიურობდა, რაც იმი ბრალიცაა, რომ უპირატეობა „ტორინო“ ჰქონდა და ნეაპოლელებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. ერთადერთი სახიფათო მომენტი შეხვედრის მიწურულს ჯოვანი სიმეონეს ჰქონდა, რომელმაც კარში ბურთი ახლო მანძილიდან ვერ მოახვედრა.
„ნაპოლი“ 28 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი