„აინტრახტმა“ ავსტრიის ნაკრების ფორვარდი ინათხოვრა

0
48

ფრანკფურტის „აინტრახტმა“ იჯარით „ვულვერჰემპტონიდან“ თავდამსხმელი სასა კალაიჯიჩი აიყვანა, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ავსტრიის ეროვნული ნაკრების მცველი ფრანკფურტელთა შემადგენლობაში მიმდინარე სეზონისს ბოლომდე დარჩება. ის ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კალაიჯიჩი „ვულვზში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. მან ინგლისურ გუნდში ყველა ტურნირში გასულ სეზონში ერთხელ ითამაშა. ავსტრიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „აინტრახტში“ 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, პლუს ერთი საგოლე პასი გააკეთა. ის „ვულვზსი“ გადასვლამდე ავტრიის „ადმირა ვაკერში“ და გერმანიის „შტუტგარტში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი