ტიმო ვერნერი პრემიერლიგაში ბრუნდება

0
62

„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ლონდონის „ტოტენჰემს“ მომდევნო კვირაში შეურთდება, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. გერმანელი ფორვარდი ინგლისურ კლუბსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
ვერნერს ევროპის ჩემპიონატამდე მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რათა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს. 27 წლის ფეხბურთელს რომ კლუბიდან იჯარით წასვლა სურდა, მანამდე ეს ფქტი „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემაც დაადასტურა. იჯარის ვადის ამწურვის შემდეგ, „ტოტენჰემი“ ვერნერის კონტრაქტის გამოსყიდვას 15-20 მილიონ ევროდ მოახერხებს.
გერმანელი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაში თამაში უცხო არაა, რადგან 2020-2022 წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 89 მატჩში 23 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი