არაუხომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

0
53

ურუგვაელმა მცველმა რონალდ არაუხომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, იუწყება Sport.es.
მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის მცველს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2026  წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს გაზრდული ხელფასით, რადგან მის შესაძენად მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურობს.
ურუგვაის ეროვნული გუნდის უკანახაზელმა და მისმა გრემოცვამ გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სეზონის დაასრულებამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ იმსჯელებენ.
„ბარსელონას“ არაუხოს შენარჩუნება იმდენად სურს, რომ სამხრეთ ამერიკელის გაყიდვას „ბაიერნისთვის“ 80 მილიონ ევროდაც არ აპირებენ. „ბარსელონამ“ არაუხო 2018 წელს ურუგვაის „ბოსტონ რივერიდან“ 1,7 მილიონ ევროდ შეიძინა და დამატებით 3,5 მილიონ ევროს გადახდა იკისრა თუ ფეხბურთელი გაცემულ ავანსს გაამართლებდა. ურუგვაელმა კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 130 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი