ლისაბონის „ბენფიკამ“ ბრაზილიის „სანტოსიდან“ თავდამსხმელი მარკოს ლეონარდო შეიძინა. 20 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. მისი ყიდვა „ბენფიკას“ 18 მილიონი ევრო დაუჯდა.
მარკოს ლეონარდო „სანტოსის“ აღზრდილია. ის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 168 მატჩში 54 გოლი გაიტანა, პლუს 11 საგოლე პასი გააკეთა. მან ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.
ცნობისთვის, „სანტოსი“ სადაც „ფეხბურთის მეფე“ პელე თამაშობდა, გასულ სეზონში არსებობის ისტორიაში პირველად ბრაზილიის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.
ლაშა თაბაგარი





