“ბარსელონას” ჟოაუ კანსელუ გამოდკლა. პორტუგალიელმა მცველს ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში “ლას პალმასთან” 2:1 მოგებულ მატჩში მარცხენა მუხლის მყესები დაეჭიმა და მე-11 წუთზე შეცვალეს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადა მოგვაინებით გაირკვევა.
29 წლის კანსელუ “ბარსელონაში” 2023 წლის სექტემბრიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარ





