კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გორის “დილა” პორტუგალიელი რუი მოტა გაწვრთნის. მან არგენტინელი ევერ დემალდე შეცვალა.
“ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიერიდან ,,დილას” 44 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ‘ რუი მოტა გაწვრთნის. რუი მოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში როგორიცაა: პორტუგალიური ,,ბრაგა” და ,,მორიერენსე” ასევე, ვარშავის ,,ლეგია”, ბელგიური ,,სტანდარტი”, ბრაზილიური ,,ვასკო და გამა”, “ალკოჩეტენსეს”და ,,სიბენიკის” ასაკობრივი გუნდებში.
რუი მოტას ასისტენტი მისი თანამემამულე ემანუელ რიბეირო იქნება. 34 წლის სპეციალისტს ასისტენტის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში როგორიცაა დონეცკის ,,შახტარი” და პოლონური ,,გნდანსკი”- იუწყება “დილას” პრესსამსახური.





