ლორისმა „ლოს ანჯელესთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
69

უგო ლორისი ოფიციალურად MLS-ში მოასპარეზე „ლოს ანჯელესის“ ფეხბურთელი გახდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ამერიკულ კლუბთან  კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების ამოწურვის მერე, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა 2025 და 2026 წლამდე ავტომატურად გაგრძელდება.
ლორისმა ლონდონის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატსუით შეუერთდა.
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მომგები ლორისი ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში 447 მატჩი ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონში ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის ბოლოს „ტოტენჰემის“ თერთმეტეულში აპრილში მოხვდა.
ლაშა თაბაგარი