„ვილიარეალმა“ მცველი ერი ბაილი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოტდივუარის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი თურქეთის „ბეშიქთაშში“ დაიწყო, სადაც 5 მატჩი ჩაატარა და კონტრაქტი შუეწყვიტეს.
ბაილისთვის „ვილიარეალში“ თამაში უცხო არაა. მან 2014-2016 წლებში ესპანურ გუნდში ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





