გენრიხ მხითარიანმა მილანის „ინტერთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. სომხეთის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე დადო. მას მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულმდე აკავშირებდა.
მხითრიანი „ინტერში“ 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 66 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





