კრიშტიანუ რონალდუ 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირია

0
90

საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2023 წელს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ალ ნასრმა“ თავის მოედანზე „ალ იტიჰადი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დუბლი შეასრულა. მან წელს 53 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში როგორც პსჟ-ს ფორვარდ კილიან მბაპეს, ასევე მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს გაასწრო. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი წელს მეტ შეხვედრას აღარ ჩაატარებენ, რონალდუს ბომბარდირის ტიტულსაც ვერ შეეცილებიან.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა კარიერაში 157-ე დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიმის“ კაპიტან ლიონელ მესის გაუტოლდა.
ლაშა თაბაგარი