ჩაკვეტაძის პირველი გოლი ინგლისში

0
76

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონიფი თავისი პირველი გოლი გაიტანა. 24-ე ტურსი „უოტფორდმა“, სადაც საქართველო ეროვნული ნააკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, თავის მოედანზე „ბრისტოლ სიტისთან“ 1:4 წააგო. ჩაკვეტაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ და სამ წუთში ასპრილიას პასის მერე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ზუსტად დაარტყა – ბურთი მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა და კარში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში „უოტფორდმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და პირიქით ორი ბურთი საკუთარ კარში მიიღო. ჩაკვეტაძემ, რომელიც ინგლისში სადებიუტო სეზონს ატარებს „უოტფორდში“ 18-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა. „უოტფორდი“ 34 ქულით 24 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი