„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ალეხანდრო გარნაჩო „ბოქსინგ დეიში“ ერულებული ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორია აღმოჩნდა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ იუნაიტდმა“ თავის მოედანზე ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ არგენტინელმა გარნაჩომ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მასპინძლებს დანიელმა ჰოილუნდმა მოაგებინა, რომელმაც ინგლისურ კლუბში გადასვლი მერე თავი პირველად გამოიჩინა.
გარნაჩომ დუბლი 19 წლის და 178 დღის ასაკში შეასრულა. მან „ლივერპულის“ ლეგენდის მაიკლ ოუენის მიღწევა გააუმჯობესსა, რომელმაც 1999 წელს „ბოქსინგ დეიში“ „ნიუკასლთან“ (2:2) მატჩში დუბლი 20 წლის და 12 დღის ასაკში შეასრულა.
შეგახენებთ, რომ „ბოქსინგ დეი“ ინგლიური ფეხბურთის ტრადიციაა, როდესაც კათოლიკური შობიდან მეორე დღეს წლის ბოლომდე გუნდები შემჭიდროვებულ გრაფიკში რამდენიმე შეხვედრას ატარებენ.
ლაშა თაბაგარი





