ივა გელაშვილმა “სპეციაში” გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. იტალიის სერია B-ს მე-18 ტურში “სპეციამ” “მოდენა” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სტუმრებიდან ანგარიში 64-ე წუთზე პალუმბომ პენალტიდან გახსნა, რომელიც მას მერე დაინიშნა, რაც სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა თავის საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ესპოზიტოს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ შეტევაში ჩართულმა გელაშვილმა ვარდნაში თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 22 წლის გელაშვილმა, რომელიც იტალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს “სპეციაში” 5-ჯერ (3-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. “სპეცია” 17 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
“კრემონეზე” “პალერმოს” ესტუმრა და 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი კრემონელთა თადარიგში იყო, მაგრამ ისეც არ ათამაშეს. “კრემონეზე” 32 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





