„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს პერიოდში კონტრაქტს „რივერ პლეიტის“ ნახევარმცველმა კლაუდიო ეჩევერისთან გააფორმებს, რომელმაც გულშემატკივრებს თავი მსოფლიო 17-წლამდელთა ჩემპიონატიდან დაამახსოვრა. ინგლისური კლუბი 17 წლის ფეხბურთელს 5-წლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.
მართალია, „სიტი“ ეჩევერის არგენტინული კლუბიდან შეიძენს, მაგრამ დროებით იჯარით ისევ „რივერ პლეიტში“ დატოვებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე წელს თავის „რივერში“ 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მან არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





