“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი სააუკეთესო დრიობლიორად დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. საქართველო ეროვნული ნაკრების ლიდერს 46 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მეორე ადგილზე პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე (44) გავიდა, ხოლო მესამეზე “მილანის” პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაო (36).
შეგახენებთ, რომ კვარაცხელია გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს. “ნაპოლი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი




