„ბარსელონამ“ რონალდ არაუხო მიუნხენის „ბაიერნში“ სოლიდურ თანხად გაყიდვა იუარა, იუწყება Diario Sport.
კერძოდ, გერმანულმა გრანდმა კატალონიელებს 24 წლის ფეხბურთელში 100 მილიონი ევროს შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი „ბარსელონაში“ 2018 წლიდან გამოდის. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.
განვლილ პერიოდში, არაუხომ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 129 მატჩში 8 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მან 17 თამაში ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





