რაფაელ ვარანმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა გადაწყვიტა, იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი L’Equip.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ფეხბურთელს სათამაშო დრო, რომელიც „მანჩესტერში“ აქვ არ აკმაყოფილებს და კარიერი საუდის არაბეთში გაგრძელება სურს.
ვარანი „იუნაიტედში“ 2021 წელს „რეალიდან“ გადავიდა, მაგრამ ისეთი წარმატებული კარიერა არ აქვს როგორიც მადრიდულ კლუბში ჰქონდა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისურ გუნდში ყველა ტურნირში 21-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





