ზელინსკიმ „ინტერთან“ კონტრაქტი გააფორმა

0
42

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ მილანის „ინტერთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება იტალიურის მედია.
პოლონეთის ეროვნული ნაკრები ფეხბურთელი მილანურ კლუბში 2024 წლის იანვარში გადავა. მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
ზელინსკის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.
ზელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 350 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ნეაპოლელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი