ლაპორტმა „რეალი“ უარით გაისტუმრა

0
59

საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ მცველმა ემერიკ ლაპორტმა მადრიდის „რეალში“ გადასვლა იუარა, იუწყება ავტორიტეტული ესპანური გაზეთი Marca.
მადრიდელებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელის მიწვევა დავიდ ალაბას მაგივრად სურდათ, რომელსაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.
„რეალი“ ლაპორტის აყვანას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გეგმავდა, მაგრამ მოთამაშე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა. ლაპორტი „მანჩესტერ სიტიდან“ „ალ ნასრში“ 2023 წლის აგვისტოში გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი