მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა „პერეპოლისის“ მაისურით პირველი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ირანის ჩემპიონატში მოაგებინა. მე-14 ტურში „პერსეპოლისი“ შინ „შამსს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯობა. პირველი ტაიმისთვის დაამტებულ წუთზე „პერსეპოლისმა“ მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და გველესიანმა თავით ანგარიში გახნა. 47-ე წუთზე სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ცოტა ხანში ანგარიში გაათანაბრეს. 62-ე წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი უკვე მასპინძლების მოთამაშე აჩვენა. 81-ე წუთზე „პერსეპოლისის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც გველესიამ,ა გამოიყენა – 2:1. მან ამ სეზონში უკვე 4 გოლი მიითვალა. „პერსეპოლისი“ 29 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ესტეღლალს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





