ქვილითაია და დვალი შესვენებაზე ლიდერებად წავიდნენ

0
88

აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, კვიპროსის უმაღლეი დივიზიონის პირველი ნახევარი ლიდერის რანგში დაასრულა.
მე-16 ტურში აპოელმა ნიქოზიურ დერბიში „ომონია“ 3:0 დაამარცხა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქვილითაიამ გუნდს 66-ე წუთამდე უკაპიტნა. მასპინძლებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე გავრიელმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 90-ე წუთზე წერტილი ჩებაკემ დასვა. აპოელი 38 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში
პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 2 იანვარს ჩაატარებს.

ლაშა თაბაგარი