„რეალი“ იანვარში მბაპეს შეძენას ეცდება

0
59

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს 2024 წლის იანვარში შესაძენად საჭირო დოკუმენტების მომზადება დაიწყო, იუწყება ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონი. პსჟ-ს ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოსს უმთავრდება და 6 თვით ადრე ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკების დაწყება შეუძლია.
მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება გახდება თუ არა მბაპე „რეალის“ ფეხბურთელი. იანვარში „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდს თავად დაუკავშირდება, რათა ჰკითხოს აქვს თუ არა მადრიდულ კლუბში გადასვლის სურვილი.
მბაპე პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 282 მატჩში 233 გოლი გაიტანა. ის პარიზელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი