სიომინი: „კვარაცხელიამ იცის რა უნდა გადაწყვიტოს“

0
56

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თავად იცის „ნაპოლიდან“ უნდა წავიდეს თუ დარჩეს.
„ხვიჩა ახლა ისეთ დონეზეა, რომ მისთვის თვალყურის დევნება საჭირო არაა. საკითხი ასე დგას – უნდა თუ არა მას „ნაპოლიდან“ წასვლა? ის კარგად თამაშობს და თავს კომფორტულად გრძნობს. ჩემი აზრით, სიკეთისგან სიკეთეს არ ეძებენ. მან იცის რა უნდა გადაწყვიტოს“ – ციტირებს სიომინს Metaratings.ru.
ლაშა თაბაგარი