საქართველო ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის ლაშა სალუქვაძის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი „ნაპოლიში“ უნდა დაასრულოს და შემდეგ კლუბი შეიცვალოს.
„ხვიჩა 80 მილიონე მეტი ღირს. ზოგიერთ ფეხბურთელში 100-120 მილიონ ევროს იხდიან. ხვიჩა ასეთი ფული ნამდვილად ღირს. ის უკვე უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა გადავიდეს – „ბარსელონაში“, „რეალში“ და ა.შ. ამჟამად, ის ყველა ტოპ-კლუბს სურს.
ყველას კარგად ესმის, რომ ხვიჩა ახალგაზრდაა, ნიჭიერი და გამოცდილების მიღების შემდეგ კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს. ჩემი აზრით, მან ეს სეზონი უნდა დაასრულოს და ზაფხულში წავიდეს. მან სერია A მოიგო და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“ – ციტირებს სალუქვაძეს Metaratings.ru.
ლაშა თაბაგარი





