სალაჰის უნიკალური მიღწევა პრემიერლიგაში

0
70

“ლივერპული” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგაში უნიკალური მიღწევის ავტორი აღმოჩნდა. მე-18 ტურში მერსისაიდელები თავის მოედანზე ლონდონის “არსენალს” (1:1) დაუზავდნენ და მათ რიგებში გოლი ეგვიპტელმა თავდამსხმელმა გაიტანა. მან თავის კარიერაში ინგლისის ჩემპიონატში “არსენალის” კარი მეათედ აიღო. სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 10 ან მეტი გოლი “არსენალს”, “მანჩესტერ სიტის” (11) და “მანჩესტერ იუნაიტედს” (12) გაუტანა.
გარდა ამისა, სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში ათ საუკეთესო ბომბარდირში შევიდა, გაასწრო რა “ლივერპულისს” ლეგენდა მაიკლ ოუენს. ეგვიპტელის ანგარიშზე 151 გოლია, ხოლო ოუენის – 150.
ლაშა თაბაგარი