შოთა არველაძის დებიუტი თურქეთის „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „ქარაგუიუმრუქი“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „გალათასარაის“ შეხვდა და 0:1 წააგო. „ქარაგიუმრუქს“ 17 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
შოთა თურქეთში დაბრუნებამდე ინგლისის ჩემპიონშიფის “ჰალს” წვრთნიდა, რომლიდან შარშან 30 სექტემბერს დაითხოვეს. მისთვის თურქეთში მუსაობა უცხო არაა, რადგან თავის დროზე “ქაისერისფორს”, “ქასიმფაშას” და “ტრაბზონსფორს” ავარჯიშებდა, მაგრამ შედეგისთვისს არსად მიუღწევია. გარდა ამისა, ის თელავივის “მაკაბის” და ტაშკენტის “ფახთაქორს” თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





