კაკაბაძემ „კრაკოვიას“ წარმატებით უკაპიტნა

0
55

„კრაკოვიამ“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში 9-მატჩიანი მოუგებელი (5 ფრე და 4 მარცხი) დაასრულა. მე-2 ტურის გაამოტოვებულ შეხვედრაში კრაკოველები შინ ვარშავის „ლეგიას“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა და მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვიას“ ფინელმა ლეგიონერმა კალმანს მოაგებინა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 57-ეზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში 10-ჯერ ითამაშა. “კრაკოვია” 21 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი