ავთანდილ ასათიანი: “საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური წაართვეს”

0
53

საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდში D ჯგუფში ბოლო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში  პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელიც სენსაციურად 2:1 დამარცხა. მანამდე, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას ბოლო 7 წლის მანძილზე 42 შეხვედრაში არ წაუგია.
ავთანდილ ასათიანი: “დავამარცხეთ ნაკრები, რომელსაც ხუთი წელი ოფიციალური თამაში არ წაუგია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდს ეს მაინც არ უხარია, რადგან საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ხელიდან წაართვეს. უბრალოდ, არასამართლიანია, ამ გუნდის ასე ჩამოშლა.
პორტუგალიასთან გამოჩნდა, რა შეუძლია ამ გუნდს – ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. უბრალოდ, მინდა ბიჭებს მთელი ქვეყნის გასაგონად მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი დონის მეტოქესთან მოგება ადვილი არ არის. ამას მსოფლიო დონის ნაკრებები ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ერთიანობით და სწორი მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია“.
გიორგი ღავთაძე: “ასეთი ნაკრების დამარცხება წარმოუდგენელი იყო. თან შემადგენლობაში ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა. ამის მიუხედავად, გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა, ემოციები ძალიან დიდია.
საქართველოს ნაკრებში მაინც იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებიც შეძლებენ ზუსტად ასეთი დონის ნაკრებების დამარცხებას. რაც შეეხება ჩემს გოლს – ეს ემოციას სამჯერ და ოთხჯერ უფრო აძლიერებს“.
ამ მოგების მიუხედავად ასათიანი გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები უეფამ დასაჯა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტ რაუნდში პორტუგალიასთან და ფინეთთან ტექნიკური წაგება 0:5 ჩაუთვალა.  უეფამ ეს გადაწყვეტილება პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე მიიღო. სასჯელის მიზეზად ნატურალიზებული მოთამაშეების წესის დარღვევა დასახელდა. კერძოდ, უეფა მიიჩნია, რომ საქართველო ნაკრებში ისეთმა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა ითამაშეს, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ.
ლაშა თაბაგარი