წყალტუბოს “სამგურალმა” ცენტრალურ მცველ დავით მაისაშვილს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ცენტრალურ მცველს დავით მაისაშვილს ,,სამგურალთან” კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი დატოვა. დავით მაისაშვილმა ჩვენს გუნდში 2 სეზონი გაატარა. 62 შეხვედრაში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში”.
ლაშა თაბაგარი





