“ნაპოლი” თასიდან გავარდა – კვარაცხელია შეცვლაზე, კვერნაძემ სასტარტოში

0
54

“ნაპოლი” იტალიის თასის გათამაშებას 1/8-ფინალში გამოეთიშა. ვალტერ მაცარის გაწვრთნილი გუნდი შინ “ფროზინონეს” შეხვდა და 0:4 წააგო. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა მეორე შემადგენლობა დააყენა, რისთვისაც დაისსაჯა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 63-ე წუთზე შევიდაა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. სტუმრები 65-ე წუთზე ბარენეჩეამ დააწინაურა, ხოლო 5 წუთში თავი კასსომ გამოიჩინა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ნეაპოლელთა კარი ჩედირამ აიღო, ოთხ წუთშკი კი წერტილი ჰაროუიმ დასვა. “ფროზინონეს” სასტარტოში გიორგი კვერნაძე იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ცნობითსთვის, “ნაპოლი” ბოლო 65 წლის მანძილზე პირველად თასზე ოთხბურთიანი სხვაობით პირველად წააგო.
ლაშა თაბაგარი