დავითაშვილის გუნდმა უიღბლო სერია შეწყვიტა

0
48

“ბორდომ”, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოუგებელი სერია შეწყვიტა. მე-19 ტურში ჟირონდელები სტუმრად “დანკერკს” შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს. საქართველო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. “ბორდოდან” მე-4 წუთზე ანგარიში ვიპოტნიკმა გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე ელისმა მეორე გოლი გაიტანა. დავითაშვილის გუნდს “დანკერკთან” დაპირისპირებამდე 4-მატჩიანი უიღბლო (3 მარცხი და 1 ფრე) ჰქონდა. “ბორდო” 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი