მამარდაშვილმა სტუმრად “რაიო ვალეკანოსთან” მოიგო

0
51

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” საშობაო არდადეგებზე გამარჯვებული წავიდა. ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში რუბენ ბარახასს გაწვრთნილი გუნდი სტუმრად “რაიო ვალეკანოს” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ვალენიელებიდან ერთადერთი გოლი კანოსმა გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ბურთი სორეულ “ცხრიანი” ზუტად გაგზავნა. მასპინძლები სტუმართა კარს სახიფათოდ ერთხელ დაემუქრნენ, როდესაც ისი პალასონმა საჯარიმოში ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი კარიდან დროულად გამოვიდ და არ გაატანინა. “ვალენსიამ” 5 ნოემბრის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – მაშინ შინ “გრანადა” დაამარცხა და 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. “ვალენსია” მომდევნო თამაშს 2024 წლისს 3 იანვარ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი