ანტუან გრიზმანი გატანილი გოლები რაოდენობით მადრიდი „ატლეტიკოს“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ატლეტიკო“ შინ „ხეტაფეს“ დაუზავდა (3:3), ხოლო საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 175 გოლი. გრიზმანმა ლეგენდარული ფეხბურთელის და შემდეგ მწვრთნელის ლუის არაგონესის რეკორდი გააუმჯობესა, რომლი ანგარიშზეა 173 ბურთია.
გრიზმანი „ატლეტიკოში“ პირველად 2014-2019 წლებში გამოდიოდა და 257 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა. ის „ატლეტიკოში“ 2021 წელს დაბრუნდა და 107 თამაშში მეტოქეთა კარი 40-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





