ნეიმარი მომავალი წლის 20 ივნისიდან 14 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმმა ლასმარმა განაცხადა:
„მისი დაბრუნებ ჯერ კიდევ ნაადრევია. რეაბილიტაციის კურსის ფორსირებას აზრი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ ის მზად 2024 წელს ევროპული სეზონის დასაწყისისთვის იქნება ე.ი აგვისტოში“ – იუწყება ლასმარის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
ნეიმარმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილია-ურუგვაის (0:2) მატჩის დროს მარცხენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესი და მენისკი გაიწყვიტა. მიმდინარე წლის ზაფხულში ნეიმარი პსჟ-დან საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გადავიდა. მან 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გაიკეთა.
ლაშა თაბაგარი





